ვიკინგები — სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII — XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებ ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგიერთი ცნობით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.
ვიკინგების ერა
პერიოდი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული რეიდიდან, 790-იან წლებში, ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ჩათვლით, რომელიც 1066 წლით თარიღდება, სკანდინავიის ისტორიაში ვიკინგების ერად არის მიჩნეული. ვიკინგები იყენებდნენ ნორვეგიისა და ბალტიის ზღვას საკუთარი ექსპანიების საწარმოებლად სამხრეთისაკენ. ნორმანებს მემკვიდრეობით ერგოთ ვიკინგებისგან ტერიტორიები, რომლებიც მათ საფრანგეთის სამხრეთით ჰქონდათ დაკავებული - ნორმანების საჰერცოგო - მე-10 საუკუნეში. გამომდინარე აქედან, ნორმანებმა გააგრძელეს ვიკინგების მიერ დაწყებული ციკლი ამ მიწაზე. მაგალითისათვის, მეფე ჰაროლდ გოდვინსონს, ანგლო-საქსების უკანასკნელ მეფეს, დანიური წარმოშობის წინაპრები ჰყავდა. თავის მხრივ, ორი ვიკინგი ინგლისის ტახტზეც კი ავიდა - სვენ I 1013-1014 წლებში და მისი შვილი კნუდ I დიდი 1016-1035 წლებში.
ვიკინგური ექსპანსია
ვიკინგებმა გაცურეს ჩრდილოეთის კუნძულებისკენ, ჩრდილო ატლანტიკის ნაპირების, ჩრდილო აფრიკის, რუსეთის აღმოსავლეთის და კონსტანტინოპოლისაკენ. ისინი იკვლევდნენ, სხვადასხვა გაცვლებს აწარმოებდნენ, აარსებდნენ კოლონიებს და ომობდნენ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. ვიკინგები ლეიფ ერიქსონის მეთაურობით, ერიკ წითურის მემკვიდრე, ჩრდილოეთ ამერიკას მიაღწიეს, დაარსეს დასახლებები ლ’ანს-ო-მედოუზიში, ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი, კანადა და სხვა.
გლიმა
გლიმა არის სკანდინავიური საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც ვიკინგები იყენებდნენ. სიტყვის ეტიმოლოგია უკავშირდება ძველ სკანდინავიურ ენას, რომელზეც გლიმა ნიშნავს გამოკრთომას, ნაპერწკალს.
საომარი ტაქტიკები და აღჭურვილობა
მე-11 საუკუნემდე ვიკინგებს არ ჰყოლიათ კავალერია, რადგან მათი ცხენები გამოუსადეგარი იყო ბრძოლებში და მხოლოდ გადასაადგილებლად იყენებდნენ. ბრძოლები იმართებოდა, როგორც მცირერიცხოვან არმიებს შორის ოჯახების დაპირისპირებისას, ისე დიდ მაშტაბებზე ლაშქრობებისას. ვიკინგთა უდიდეს არმიებს 4000-7000 მეომარი შეადგენდა, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მუდმივი ჯარი. რეიდებისა და კამპანიების შემდეგ ჯარი იშლებოდა და მებრძოლები უბრუნდებოდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს.
ვიკინგების შესახებ არსებობს ფილმი
რომლის ნახვაც შეგიძლიათ აქ